23 აპრილი 2024,   12:01
ვრცლად
კრიმინალური ავტორიტეტების საქმე - "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დაკავებული კუკური ნოზაძე ბრალს არ აღიარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამოღებულ, სატელეფონო ჩანაწერების ერთ-ერთ ეპიზოდში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფს ბრალი უკვე წაუყენეს. კუკური ნოზაძემ ბრალი არ აღიარა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და კატეგორიულად უარყოფს "ქურდული სამყაროს" წევრებთან კავშირს.

მისი უფლებადამცველის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა დამტკიცდება.

გუშინ, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმი ერთდროულად ქვემო ქართლის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში შევიდა. სულ აყვანილია 11 პირი, კიდევ 4 ადამიანის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა.

დღის ამბები