ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩივის. 80 წლის დიდოსტატმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.
საქმე ეხება მინისერიალ "დედოფლის გამბიტს", სადაც ნახსენებია, რომ მთავარი პერსონაჟი, რომელიც ქალი მოჭადრაკეა, მამაკაცებს არ დაპირისპირებია.
სინამდვილეში კი, რა პერიოდსაც ეს ფილმი მოგვითხობს, ამ დროისთვის ლეგენდარულ დიდოსტატს უკვე 25 მამაკაცი ჰყავდა დამარცხებული, ამასთან, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ტურნირში, სადაც 7 მამაკაცი მოჭადრაკე დაამარცხა და ჩემპიონიც გახდა. გამოდის, რომ ჯამში გაფრინდაშვილს ამ პერიოდში 32 მამაკაცი მოჭადრაკე ჰყავს დამარცხებული.