31 აგვისტო 2026,   15:40
ვრცლად
ქავთარაძის სახელობის საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 16-მდე შემცირდა

ქვეყანაში კოვიდვითარების დასტაბილურებისთვის ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ აცრისკენ და  რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

თუ წინა თვეში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 25 000-ზე მეტი იყო, ახლა ეს ციფრი 15 000-მდეა შემცირებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ინფიცირების კლება სამედიცინო დაწესებულებებზე უკვე აისახა. ბოლო მონაცემებით, კოვიდმიმღებ განყოფილებებში სულ  5 300 ინფიცირებული რჩება.

შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა ქავთარაძის სახელობის საველე ჰოსპიტალშიც. ამ ეტაპზე სტაციონარში მხოლოდ 16 პაციენტი გადის მკურნალობას და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"სტაციონარში დღეს დილით მკურნალობას აგრძელებს 16 პაციენტი. მორიგეობის განმავლობაში გაეწერა ბინაზე 2 პაციენტი. რეფერალი პოლიპროფილურ კლინიკაში არ განხორციელებულა, ლეტალური შედეგი 1 შემთხვევის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

საშუალო სიმძიმის პაციენტები გვყავს მეტწილად. ჩვეულებრივ სტაციონალურ პირობებში თერაპიული პროფილის პაციენტებს ვიღებთ შესაბამისი განაწილების მიხედვით. რეკონსტრუქცია ხორციელდება იმისთვის, რომ მომავლისთვის გავაკეთოთ რეანიმაციული პროფილიც," - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

46 გარდაცვლილი, 2 470 ახალი შემთხვევა, 2 243 გამოჯანმრთელებული - ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა ასეთია. ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა გასულ რამდენიმე კვირასთან შედარებით შემცირებულია, თუმცა, მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი. 

დღის ამბები