20 ოქტომბერი 2021,   14:30
ვრცლად
დმანისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო - "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლის თქმით, რამდენიმე პირი დაკითხვაზე არ მივიდა

დმანისში მომხდარ ინციდენტზე გამოკითხვები დაიწყო ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოში. "ნაციონალური მოძრაობის" დმანისის დეპუტატობის კანდიდატის თქმით, რამდენიმე პირი გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ისინი პოლიციაში არ გამოცხადნენ და ამის მიზეზად, "ქართული ოცნებიდან" დმანისის მერობის კანდიდატის ძმის ქვემო ქართლის პოლიციაში წამყვან პოზიციაზე მუშაობას ასახელებს.

"ვიდეო და აუდიო ფაილი არსებობს უამრავი, მაგრამ ეს პოლიცია დღეს არ არის უფლებამოსილი რომ გამოიძიოს იქ არის კახა მურადაშვილი, ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს დირექტორის მოადგილე, რომელიც, ამავდროულად, არის "ქართული ოცნებიდან" დმანისში მერობის კანდიდატის, კობა მურადაშვილის ძმა. 

არავის აღარ აქვს სურვილი, რომ პოლიციის დმანისის განყოფილებაში შევიდეს, რადგან იმის ნაცვლად, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, როგორც თვითონ მოსახლეობა აცხადებს, იყენებს თავის სტატუსს ძალიან ცუდად," - აცხადებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ტატუაშვილი.

პროვოკაციაზე საუბრობს მმართველი გუნდის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი.

"მივმართავდი, რომ არ გვჭირდება ეს დაპირისპირება, არ გვინდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალადობა. ამ დროს, უკნიდან დამარტყეს და გრძნობა დავკარგე. 

ეს ყველაფერი არის შეგნებულად, ჩართეს ჩემი შვილიც, რომ მოსახლეობა გააღიზიანონ მამა-შვილით და როგორმე წამაგებინონ, მაგრამ ეს ფანდი არ გაუვათ," - აღნიშნა დაუთაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები