20 ნოემბერი 2024,   05:12
ვრცლად
რას ამბობენ მოწმეები ოქრუაშვილისა და ადეიშვილის ბრალდების ეპიზოდზე - ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო გრძელდება

ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის ბრალდების ეპიზოდზე, დღეს სასამართლოში ყოფილი პატრულ-ინსპექტორი დაიკითხა.

მოწმის ჩვენებით, 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის პანთეონთან მომხდარი ჩხრეკის დროს, მან თავად დაათვალიერა ავტომობილი და იქ იარაღი არ ყოფილა - თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს სამართალდამცველებმა "კალაშნიკივის" ტიპის იარაღი უპოვეს.

ოქრუაშვილსა და ადეიშვილს, ამ საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილი სხდომას არ დასწრებია.

დღის ამბები