20 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
ევროპულ სასამართლოში 20 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო

ევროპულ სასამართლოში 20 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო.

საიას ინფორმაციით, სტრასბურგმა საქართველოს მთავრობას ამ საქმეზე პოზიციის წარმოდგენის ვადა განუსაზღვრა. ხელისუფლება ვალდებულია, დასმულ შეკითხვებს ცხრა დეკემბრამდე უპასუხოს.

სახელმწიფოს, ასევე, ევალება აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალების წარდგენა.

ახალგაზრდა იურისტებმა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა, 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული 22 პირის სახელით, ევროპულ სასამართლოს შვიდ აპრილს მიმართა.

საჩივარში სხვადასხვა უფლების დარღვევაზეა საუბარი.

დღის ამბები