"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ კოტე ზარნაძესთან ერთად გლდანის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. კახა კალაძემ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პარტიის მიერ შემუშავებული პროგრამა ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობას შეუწყობს ხელს.
"ძალიან მიხარია ამდენ გულანთებულ ადამიანს რომ ვხედავ, ამდენ მხარდამჭერს. გპირდებით, რომ ამ სიყვარულს და პატივისცემას დაგიბრუნებთ კონკრეტული გაკეთებული საქმეებით, მასშტაბური პროექტებით. გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში," - აცხადებს კახა კალაძე.