20 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
აცრის დაბალი ტემპის გამო Pfizer-ის 620 000 დოზას, შესაძლოა, ვადა გაუვიდეს

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინა, შესაძლოა, გამოუყენებელი დარჩეს. ბოჭორიშვილის კლინიკაში "კურიერის" მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს Pfizer-ის შეფუთვასა და ფლაკონზე დატანილი ვარგისიანობის ვადა. პრეპარატი მომდევნო ორ თვეში უნდა იყოს ათვისებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაქცინა ნოემბერში გამოუსადეგარი და ჯანმრთელობისთვის საზიანო იქნება.

Pfizer-ის ​ვაქცინა სხვადასხვა პერიოდში შემოვიდა ქვეყანაში და, შესაბამისად, შენახვის თარიღიც განსხვავებულია. დაავადებთა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღეს პრეპარატის, დაახლოებით, 620 ათასი დოზაა დარჩენილი. აქედან, 220 ათასს ნოემბრის ბოლომდე აქვს გამოყენების ვადა, დანარჩენ 400 ათას დოზას ვადა დეკემბრის ბოლომდე აქვს. ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ პრეპარატის გახარჯვის პრობლემა ქვეყანას არ იქნება 

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ვაქცინა ვადის გასვლის შემთხევაში გამოყენებული არ იქნება 

თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ აცრების ასეთი დაბალი ტემპით, ვაქცინა მართლაც გამოუსადეგარი გახდეს. ის იმ ქვეყნებს ასახელებს, სადაც პრეპარატის სიმცირის გამო საკმარისი საზოგადოებრივი იმუნიტეტი არ აქვთ.

პრეპარატის შენახვის ვადებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპები შემცირდა. კლინიკებმა, სადაც დღის განმავლობაში 900 ადამიანი იცრებოდა, უკვე დახურეს მოსაცდელად გაშლილი კარვები. ამბობენ, რომ მოქალაქეების დაბალი აქტიურობის გამო, დღეს დამატებით სპეციალური ზონების საჭიროება ვეღარ დაინახეს.

დღის ამბები