"თალიბანის" მთავრობის ვიცე-პრემიერი აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელს ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა. ამის შესახებ "თალიბანის" წარმომადგენელი მუჰამედ ნაიმი "ტვიტერზე" წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ავღანეთში არსებული სიტუაცია და რეგიონული უსაფრთხოება განიხილეს.