27 აგვისტო 2026,   19:11
ვრცლად
სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება, ხანდაზმულობის ვადა გასულია და არ არის საკმარისად დასაბუთებული - პაატა სალია აქიმიძე-დვალის მოთხოვნაზე

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის სარჩელი, რომლის განხილვაც სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, ვერ დაკმაყოფილდება.

მისი თქმით, გასულია ხანდაზმულობის ვადა და, გარდა ამისა, სარჩელი საკმარისად დასაბუთებული არ არის. 

"წინა სხდომაზე სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მხარეთა შეკითხვების ეტაპზე გადაიდო სასამართლო სხდომა დღევანდელი დღისათვის. შესაბამისად, დღეს ვეცდებით მხარეები, რომ თავიდან ბოლომდე ყველა ის პროცესუალური ეტაპი გავიაროთ, რაც გათვალისწინებულია საპროცესო კოდექსით. თუ დღეს ვერ დასრულდება საქმის განხილვა, მაშინ შემდეგ, სავარაუდო თარიღზეც შეთანხმებული ვართ, ეს, ალბათ, იქნება 13 ოქტომბერი.

სარჩელი, ამ ეტაპზე, ვერ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან, პირველ რიგში, გასულია ყველანაირი ხანდაზმულობის ვადა, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი. ასევე, მიგვაჩნია, რომ სარჩელი არ არის საკმარისად დასაბუთებული იმისათვის, რომ არსებობდეს თუნდაც ფაქტობრივი საფუძველი მისი დაკმაყოფილების,"- აცხადებს პაატა სალია. 

დღის ამბები