20 ნოემბერი 2024,   05:11
ვრცლად
ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა - პაციენტი დაინტუბირებულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება

"ბავშვთა ახალი კლინიკაში" მიმართვიანობა შემცირებულია. მედიცინის დოქტორი და ციციშვილის სახელობის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, რომ კლინიკაშიც და რეანიმაციულ განყოფილებაშიც ადგილები თავისუფალია.

ციციშვილის კლინიკაში 60 ბავშვი გადის მკურნალობას, საიდანაც 21 რეანიმაციული პაციენტია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 3 ბავშვი, საიდანაც მძიმეა 8 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელის დაინტუბირებაც გახდა საჭირო. 

"ამჟამად კლინიკაში 100-მდე პაციენტია, აქედან 60 არის ბავშვი. რეანიმაციაში კვლავ 21 პაციენტია, გვაქვს ადგილები, კლინიკაშიც არის ადგილები იმიტომ, რომ მომართვიანობა გაცილებით შემცირებულია.

რეანიმაციაში 3 ბავშვი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ამათგან ერთ-ერთი 15 წლის ბავშვი მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან, მაგრამ ამჟამად დაინტუბირებულია და მართვით სუნთქვაზე გადავიდა 8 წლის სხვა პაციენტი, რომელიც ასევე ჰოსპიტალიზირებულია სხვა კლინიკიდან.

2 მშობელი ვაქცინირებული ორჯერადად და მათი მდგომარეობა მსუბუქად მიმდინარეობს კოვიდინფექციის მხრივ, სხვა ყველა მშობელი არის არავაქცინირებული," - აცხადებს მაია ჩხაიძე.

დღის ამბები