20 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ, სურთ თუ არა გააგრძელონ ბავშვებმა დისტანციურ რეჟიმში სწავლება - მიხეილ ჩხენკელი

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, სურვილის შემთხვევაში ყველა მოსწავლეს და სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა, დარჩეს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. 

"მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ, სურთ თუ არა გააგრძელონ ბავშვებმა დისტანციურ რეჟიმში სწავლება. არსებობს პორტალი, სადაც ისინი თავიანთ სურვილს დააფიქსირებენ. 

ასევე ამის შესაძლებლობა ექნებათ სტუდენტებსაც,"- აცხადებს მიხეილ ჩხენკელი. 

დღის ამბები