საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს მონიტორინგს უწევს ათასობით დამკვირვებელი - მათ შორის 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1024 ექსპერტი.
საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილი კენჭისყრას თელავში აკვირდება.
"ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ მონიტორინგი გავუწიოთ საარჩევნო პროცესს. მოვედით საარჩევნო უბნებთან, რომ დავაკვირდეთ, თუ როგორ გაიხსნა ისინი და რა ვითარებაში მიმდინარეობს ხმის მიცემა,"- აღნიშნავს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ბენედიქტე იევერი.
"საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა წერტილში ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს. ინდივიდუალურად თავს შევიკავებ შეფასებებისგან. არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი პრესკონფერენციაზე გაკეთდება,"-განმარტავს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ჯორჯ ალმადოვარი.
თელავის 55 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აქ 55 832 ამომრჩეველი რეგისტრირებული.
თელავში ამომრჩეველს 3 კანდიდატს შორის მოუწევს მერის არჩევა.