01 სექტემბერი 2026,   11:09
ვრცლად
თელავის მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს

კახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მერობის კანდიდატებმა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, საკუთარი აზრი უკვე დააფიქსირეს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თელავის მერობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის განმარტებით, მან მხარი ცვლილებებს და ქვეყნის განვითარებას დაუჭირა.

არჩევანი გააკეთა "ქართული ოცნების" თელავის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილის თქმით, მან ხმა კეთილდღეობას და სტაბილურობას მისცა. 

რაც შეეხება ამომრჩევლის აქტივობას, ამ დროისთვის თელავის საარჩევნო კენჭისყრაში რეგისტრირებული ამომრჩევვლის 17 %-მა მიიღო მონაწილეობა. 

დღის ამბები