მარნეულში საარჩევნო კომისიის წევრები გარკვეულ დარღვევებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა ხმა 2-ჯერ მისცა და მათი ინფორმაციით, ხმის მიცემას მესამედაც ცდილობდა.
ასევე აღნიშნული დამკვირვებელი ცდილობდა, რომ ის ადამიანები შემოეყვანა ხმის მისაცემად, რომლებიც აღნიშნულ უბანზე არ იყვნენ რეგისტრირებულნი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნული მე-13 უბნის ბათილად ცნობას ითხოვენ.
როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანა ილურიძემ აღნიშნა, მოხდება მოკვლევა.
მოხდება თუ არა ამ უბნის ბათილად ცნობა, ჯერჯერობით უცნობია.