03 სექტემბერი 2026,   11:11
ვრცლად
აჭარელმა ხათუნა მელიქიშვილმა "აიცერი და მოიგეში" 10000 ლარი მოიგო

25 წლის ხათუნა მელიქიშვილმა "აიცერი და მოიგეში" 10 000 ლარი მოიგო. პრიზი აჭარაში გათამაშდა. ხათუნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს, ის პროფესიით ფინანსისტია და ბანკში მოლარე ოპერატორად მუშაობს. 

“გათამაშების შესახებ ინფორმაცია კი მქონდა , მაგრამ მოგება არასდროს გადამიმოწმებია, რადგან მეგონა, მე არასდროს არაფერს მოვიგებდი. სიმართლე გითხრათ, შოკში ვარ, მოგება და თან 10 000 ლარის - ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი“, - ამბობს ხათუნა მელიქიშვილი.

დღის ამბები