მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ეხმაურება ბუტა რობაქიძის მამა. სოსო რობაქიძის თქმით, მას არ სჯეროდა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს პატიმრობაში იხილავდა.
გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამის თქმით, თუკი სააკაშვილი ციხიდან გამოვა, ის საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონიდან მოსახლეობის მობილიზებას მოახდნს და მასშტაბურ აქციას გამართავს.
"სააკაშვილს დავარქვი პატარა ბიჭების მესაფლავე პრეზიდენტი. ყველაზე დიდი ასაკი, რომელიც მან მოკლა 23-24 წელია 170 ზე მეტი ბიჭი მოკლეს. სააკაშვილს არ უნდა ჰქონდეს ციხეში ვინმეზე უკეთესი პირობები. ეს კაცი ციხიდან არ უნდა გამოვიდეს ვადაზე ადრე, თორე ჩვენ დაგანახებთ თუ საჭიროა 10 000 კაცს თუ საჭიროა 20 000 ადამიანს,"- აცხადებს ბუტა რობაქიძის მამა.