05 მაისი 2024,   16:26
ვრცლად
ავსტრიის კანცლერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - საქმე მოსყიდვას ეხება

ავსტრიის კანცლერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - საქმე მოსყიდვას ეხება. გამოძიება ეჭვობს, რომ სებასტიან კურცი და მისი გარემოცვის წევრები ერთ-ერთ ავსტრიულ გამოცემას სახელმწიფო თანხას პოლიტიკური საქმიანობის მომგებიანად გაშუქებისთვის უხდიდნენ.

საუბარია 2016 წლიდან პერიოდზე, როდესაც კურცი ცდილობდა სახალხო პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო.

თავმჯდომარეობის მიღების შემდეგ კი პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და სებასტიან კურცმა კანცლერის თანამდებობა დაიკავა. კურცი ბრალდებებს უარყოფს.



დღის ამბები