ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის, აკო ჭელიძის მამა შვილს მოუწოდებს სიმართლე აღიაროს. ამის შესახებ ჯეირან ჭელიძემ "კურიერს" განუცხადა.
"არავის არ უნახია. არავინ იცის რა მოხდა.. რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა აღიაროს", - ამბობს ჯეირან ჭელიძე.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცველებმა გუშინ წყნეთში დააკავეს.