05 მაისი 2024,   10:45
ვრცლად
ბათუმში 7 სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა - ნანგრევებში მოქალაქეებს ეძებენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოჰყვნენ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთა სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. შემთხვევა ნახევარი საათის წინ მოხდა. 

ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და სამართალდამცველები აკონტროლებენ.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს.

 

დღის ამბები