01 სექტემბერი 2026,   20:08
ვრცლად
"COVID-ისა და გრიპის ვირუსის თანხვედრა სერიოზული ტვირთი იქნება" - სპეციალისტები ოქტომბრის ბოლოს COVID-ისა და გრიპის - "ტვინდემიას" პროგნოზირებენ

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ეპიდემიოლოგების თქმით, ვაქცინაციის ტემპის კლებაა - აცრილთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.

"ეპიდვითარება საყურადღებოა, ვინაიდან ჩვენ ბოლო 1 კვირის მანძილზე ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მომატებულია. აქედან გამომდინარე, კვლავ მნიშვნელოვნად რჩება, როგორც ვაქცინაცია, ასევე ყველა იმ რეგულაციის მკაცრი დაცვა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის მოწოდებული,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. 

სპეციალისტები ოქტომბრის ბოლოს COVID-ისა და გრიპის - "ტვინდემიას" პროგნოზირებენ. რაც კორონავირუსისა და გრიპის თანხვედრას გულისხმობს. თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ორივე შემთხვევაში აუცილებელია ვაქცინაცია, რადგან მათი გავრცელების პრევენცია მოხდეს. 

"წელს განსაკუთრებულად საყურადღებოა მდგომარეობა, ვინაიდან COVID-ის მე-4 ტალღა ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია. შესაბამისად, ამაზე გრიპის თანდართვა იქნება სერიოზული ტვირთი ჯანდაცვის სამინისტროსთვის. "ტვინდემია" ახალი ტერმინია, რომელზეც დღეს მთელი მსოფლიო აქტიურად ლაპარაკობს, რადგან კიდევ უფრო საყურადღებო გახდა პრევენციული ზომების გატარება, რომელიც ორივესთვის თანაბრად ეფექტურია. ვაქცინაცია ორივე შემთხვევაში თანაბრად უნდა ჩატარდეს,"- აღნიშნავს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია. 

დღის ამბები