24 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
მაშველებმა ზუსტად იციან ადგილი, სადაც ნანგრევებში მოქცეულ 1 პირი იმყოფება - ის სათვალთვალო კამერამ შენობის ჩამონგრევამდე დააფიქსირა

ზუსტად 27 საათია, მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ნანგრევებში მუშაობას. ისინი ახლა უკვე 1 მოქალაქეს ეძებენ. მათ ზუსტად იციან, თუ სად უნდა იპოვონ ის და შესაბამისად, მის გამოსაყვანად ოპერაცია მიმდინარეობს. 

ადამიანი, რომელიც ნანგრევებშია, შენობის ჩამონგრევამდე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ის რამდენიმე წამით ადრე შევიდა სადარბაზოში. სწორედ აქედან გამომდინარე, ზუსტად აქვთ მაშველებს გათვილილი ადგილი, სადაც მამაკაცი უნდა იყოს. მოქალაქეს, კონკრეტულად, სარდაფის ნაწილში ეძებენ, იქ, სადაც ყველაზე მეტი სიმძიმე იყო კონცენტრირებული. 

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დამყარდა თუ არა მასთან რაიმე სახის კონტაქტი. 

გუშინ მომხდარ ტრაგედიას უკვე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - მათ შორის არიან ბავშვები. ბათუმში, 26 მაისის ქუჩისკენ ახლა მთელი საქართველოს ყურადღებაა მიმართული. მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ, თუმცა არ არის გამორიცხული, ნანგრევებში იყვნენ სხვებიც.

დღის ამბები