თუ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში არ გაიზარდა, მე-5 ტალღა მძიმე იქნება - მიიჩნევენ ეპიდემიოლოგები. ვითარების შესაძლო გართულების მიზეზად მედიკოსები სეზონურ გრიპებს ასახელებენ და მოსახლოებას კიდევ ერთხელ კეთილგონიერებისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
"შეიძლება დადგეს ეს ე.წ. მე-5 ტალღა. ეს იქნება ძალიან რთული, როგორც სამედიცინო სექტორისთვის, ასევე თითოეული ჩვენგანისთვის. ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია. ისედაც რთული პერიოდია მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით.
უმნიშვნელოვანესი საკითხია რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაცია," - განაცხადა პროფესორმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა.
ამ დროისთვის ქვეყანაში სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია მილიონზე მეტი ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35 %-ზე მეტია. სრულად აცრილთა რაოდენობა კი დაახლოებით 30 პროცენტია.