30 აგვისტო 2026,   12:02
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ტრაგედიას გადარჩენილები მოინახულა


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი მცირეწლოვანი იოანე ქავთარაძე და ზვიად თავდგირიძე მოინახულა. 

1 წლის იოანე ქავთარაძე სამაშველო ოპერაციის შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ახლოს მდგომი ავტომობილიდან ამოიყვანეს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება.

თორნიკე რიჟვაძემ სტაციონარში ზვიად თავდგირიძის მშობლებს გაესაუბრა და მკურნალი ექიმისგან მოისმინა ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ. ზვიად თავდგირიძემ ნანგრევებში 11 საათი გაატარა და მისი გადარჩენა სამაშველო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა. 

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელეს ზრუნვას როგორც მათზე, ასევე ამ ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებზე.

დღის ამბები