25 აპრილი 2024,   04:04
ვრცლად
დააკავეს 21 წლის ბიჭი, რომელმაც ფეისბუქანგარიშები გატეხა და მეგობრებს ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები მოტყუებით გამოართვა

პოლიციამ 21 წლის ბიჭი დააკავა, რომელმაც ფეისბუქზე 3 მოქალაქეს გაუტეხა ანგარიში, მეგობრები შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და სხვადასხვა ოდენობის თანხას დაეუფლა.

გამოძიების მიხედვით, დაკავებული Facebook-ის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინკაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ - საკუთარ საბანკო ანგარიშებზე.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები