05 ოქტომბერი 2026,   14:22
ვრცლად
კახა კალაძე ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა

უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან უკრაინის, როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბუფერულ ზონად შეფასება, არის სამწუხარო რეალობა, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძე ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

კახა კალაძის თქმით, რომ არა საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, საქართველოც იმავე ბედს გაიზიარებდა.

„უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა.
ალბათ, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და რომ არა ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, ალბათ, სამწუხაროდ, ჩვენც იგივე ბედი გველოდებოდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკით, მიუხედევად მრავალი შეურაცხყოფისა, უამრავი ზეწოლისა, ცილისწამებისა და მუქარებისა, ჩვენ დავიცავით ქვეყნის ინტერესები, ქართველი ხალხი, დავიცავით ქართული ეკონომიკა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა, დავიცავით თითოეული მოქალაქე იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს.

რომ არა ეს დამოკიდებულება, ვიქნებოდით იმ მძიმე მდგომარეობაში, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაშია და ხედავთ, რომ მას ბუფერულ ზონად აფასებენ უცხოელი პოლიტიკოსები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები