05 ოქტომბერი 2026,   14:24
ვრცლად
ლევან ჟორჟოლიანი: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე, 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40%-იანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20%-იანი​, რაც ადასტურებს ახალგაზრდების მზარდ ინტერესს, საჯარო სამსახურში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40-პროცენტიანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20-პროცენტიანი ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან გამოცხადდა.

"პროგრამა მოიცავს 364 დაწესებულების მიერ გამოქვეყნებულ 3 400-ზე მეტ ვაკანსიას, რომელზეც გაკეთდა 55 800-ზე მეტი განაცხადი, საიდანაც უნიკალური იყო 5 600-ზე მეტი. 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40-პროცენტიანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20-პროცენტიანი ზრდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალგაზრდების, კურსდამთავრებულების მზარდ ინტერესს, საჯარო სამსახურში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია და ის ცოდნა, რომელიც მათ მიიღეს უნივერსიტეტში, გამოიყენონ უკვე პრაქტიკულ საქმიანობაში", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები