05 სექტემბერი 2026,   01:11
ვრცლად
ბრალდებები არის აბსურდული, პრეზიდენტის დადანაშაულება უნდათ - ივერი მელაშვილი

სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ მის და ნატალია ილიჩოვას მიმართ წაყენებული ბრალი აბსურდულია და გამოძიებას თავიდანვე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ჰქონდა ინტერესი. 

"ადრე ასე იყო, სააკაშვილზე უნდოდათ გასვლა, რომ თითქოს წინა ხელისუფლების პერიოდში ტერიტორიების გადაცემა მოხდა და მსგავსი სისულელეები. ბრალდებები არის აბსურდული და მსგავსი რამ არ მომხდარა,"- აცხადებს ივერი მელაშვილი.

მისი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

"რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, ამ საქმეს ისედაც აქვს დიდი დოზით, თუმცა რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ეს, (არჩევნების) პირველ და მეორე ტურში საქმის ჩანიშვნას, ერთია, რომ სასამართლო სხვა მოსამართლეს გადაეწერა და დაემთხვა, მეორეა - როგორც ყოველთვის, წინასაარჩევნოდ გამოიყენება ხოლმე ეს საქმე. არცერთი გამორიცხული არ არის,"-აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე. 

შეგახსენებთ, ბრალდებულ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები