25 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
ვინ არის ყოფილი "კანონიერი ქურდი" მეტსახელად "ცანციკო", რომელიც შსს-ს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. დაკავებულნი არიან დავით ქუძოშვილი მეტსახელად "დათო თბილისკი", ირაკლი კონცელიძე და გია ლაზიშვილი. 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობის მუქარით რამდენიმე ათასი დოლარი გამოსძალეს. 

საგამოძიებო უწყების მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს ყოფილი "კანონიერი ქურდის" ფრიდონ ბარკალაიას სახელიც. ირკვევა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება, თანხის გამოძალვის მიზნით ბარკალაიას სახელს ახსენებდა.

83 წლის ფრიდონ ბარკალაია კრიმინალურ წრეებში "ცანციკოს" მეტსახელით იცნობენ. ის ე.წ. "კანონიერი ქურდის" სტატუსს აღარ ატარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ცანციკოს" საკუთარი ინტერესები აქვს საავტომობილო კომპანია "მათე მოტორსში", რომლის მფლობელი მისი მოგვარე, Barkalaia Group-ის ხელმძღვანელი გელა ბარკალაიაა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთ საქმეზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით გაასამართლეს.

დღის ამბები