პრემიერ-მინისტრმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია აქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში მოხდება.
"ჩვენს სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსული მხარე გამოდის შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით.
რუსეთის განცხადებას ოფიციალური თბილისი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე სრულიად მიუღებელია, საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა.