26 აპრილი 2024,   16:46
ვრცლად
მხატვარ მალხაზ დათუკიშვილის ნამუშევრების გამოფენა - ექსპოზიციების დათვალიერებას მთელი კვირის განმავლობაში შეძლებთ

ნათელა იანქოშვილის სახელობის მუზეუმში, მთელი კვირის განმავლობაში, მხატვარ მალხაზ დათუკიშვილის ნამუშევრები იქნება გამოფენილი. ხელოვანის ექსპოზიცია არაერთ ქვეყანაში უკვე დააფასეს. საგამოფენო სივრცეში დათუკიშვილის ნამუშევრებთან ერთად ზაქარია გულისაშვილის თუნუქის ქანდაკებებიცაა წარმოდგენილი.

მალხაზ დათუკიშვილს ეკუთვნის "რუსთავი 2-ის" პირველი ლოგო. იგი ტელეკომპანიის დაარსების დღიდან არხის მთავარი მხატვარი იყო. მის სახელსვე უკავშირდება "კურიერის" პირველი სტუდიის ნახაზი.

დღის ამბები