26 აპრილი 2024,   20:34
ვრცლად
არ შეიძლება ტროტუარებზე მოპედები დარბოდნენ - ლევან იოსელიანი

საქართველოში მოპედის რეგისტრაცია და მართვის მოწმობის აღება სავალდებულო ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოპედი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასთან იქნება გათანაბრებული. 

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილება შედის და ის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, ევროკავშირის რეგულაციებს დაუახლოვდება. 

ცვლილებას დღეს მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

ცვლილებები ძალაში მარტიდან შევა.

როგორც დეპუტატები აცხადებენ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მას შემდეგ დადგა, რაც არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა მოპედების ავარიულ შემთხვევებთან დაკავშირებით.

ამასთან, დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ცვლილებების შემდეგ შემცირდება, როგორც ავარიების, ასევე სკუტერების მოპარვის ფაქტებიც.

"თვითონ მოპედის მძღოლებისთვის არ არის ეს უსაფრთხო და უამრავი შემთხვევაა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები იღუპებიან იმიტომ რომ მათ არ აქვთ მართვის მოწმობა, შესაბამისად, არ აქვთ ცოდნა და მეორე, ყველას შეუძლია მოპედის ყიდვა, მიუხედავად ასაკისა. ეს უნდა დარეგულირდეს. არ შეიძლება ე.წ. ტროტუარებზე მოპედები დარბოდნენ," - განაცხადა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა.

 

დღის ამბები