20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ახალი ბრალდება ექსპრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულის წინააღმდეგ - ადვოკატები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ახალი ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურა ახლა მას არა მარტო მძიმე დანაშაულის დაფარვას, არამედ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასაც ედავება.

ბრალდებულის ადვოკატები აპირებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. რაც შეხება დაკავებულ კიდევ ერთ პირს, გიორგი ნარიმანიძეს, რომელიც სამართალდამცველებმა ორი დღის წინ აიყვანეს - მისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ტრაილერის მძღოლს მძიმე დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებენ. 

"ბრალდება წარუდგინეს საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების და ეს გამოხატულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გაუმართა ხელი. მას ბრალად ედება არარსებული დანაშაულის ჩადენა. დანაშაულის დაფარვა შეუძლებელია ჩაიდინოს პირმა, როდესაც მსჯავრდებულს ეხმარება. ესეთი დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობს. შესაბამისად, მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ," - ამბობს ადვოკატი, ბექა ბასილაია.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში უკანონო შემოსვლის საქმეზე სულ 4 პირია დაკავებული. 

დღის ამბები