16 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
მესამე პრეზიდენტის გადაყვანა ციხესთან არსებულ საავადმყოფოში არის შეუძლებელი - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია და ის ამ ვერსიას არ განიხილავს. 

"მიგვაჩნია, რომ მესამე პრეზიდენტის გადაყვანა ციხესთან არსებულ საავადმყოფოში არის შეუძლებელი, არ არის ამისთვის არსებული შესაბამისი პირობები, შესაბამისი ხარისხის და ღირსეული სამედიცინო პირობების გასაწევად და ვფიქრობთ, რომ ერთადერთი რეალური ვარიანტი და მისი უფლებაა მისი გადაყვანა კერძო სექტორის კლინიკაში, სადაც მას გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ეს არის მიღებული პრაქტიკა.

მორიგეობს სამედიცინო ბრიგადა საავადმყოფოს ეზოში, შესაძლო გართულების შემთხვევაში რომ მოხდეს დროული რეაგირება ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ "კურიერთან" საუბრისას.

ამასთან, მესამე პრეზიდენტთან დღეს, ასევე, იმყოფებოდა გუბაზ სანიკიძე. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება, თუ მისი ნების საწინააღმდეგოდ რამეს მოიმოქმედებს ხელისუფლება, სანიკიძის თქმით, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.

უკვე რამდენიმე საათია სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფება ლიზა იასკოც.

დღის ამბები