ამერიკელმა სამხედროებმა ალ ქაიდას ლიდერი მოკლეს. აბდულ ჰამიდ ალ-მატარი სირიაში, უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის დროს გაანეიტრალეს.
პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალ-ქაიდას ლიდერის განეიტრალება შეაფერხებს ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლებლობას, მოამზადოს და განახორციელოს გლობალური თავდასხმები, რომლებიც ემუქრებიან ამერიკის მოქალაქეებს, მის პარტნიორებსა და უდანაშაულო მოქალაქეებს.