01 სექტემბერი 2026,   21:05
ვრცლად
მოსწავლე ახალგაზრდობის ისტორიული სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია

მოსწავლე ახალგაზრდობის ისტორიული სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია. საწყის ეტაპზე პროექტი გარე ფასადის განახლებას გულისხმობდა. სასახლის აღდგენილი ფასადი და ახლადმოწყობილი დეკორატიული განათება თბილისის მერმა დაათვალიერა. 

"რამდენიმე ეტაპისგან შედგება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია. მათგან პირველი ეტაპი იყო ფასადის მოწესრიგება. სამუშაოები დასრულებულია თავისი მხატვრული მინათებით და ამშვენებს რუსთაველს. შემდეგი ეტაპებია შიდა სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა, თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ჩვენი დამოკიდებულება სწორედ ასეთია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს გაკეთებული დედაქალაქში და მომდევნო ოთხი წელი იქნება აღმშენებლობის და განვითარების წლები ძველი თბილისისათვის," - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერიერში დეკორატიული ოთახების და დარბაზების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრების სარესტავრაციო სამუშაოები. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება და დარბაზების რესტავრაცია.

პროექტის ღირებულება ჯამში 33 მლნ 700 ათასი ლარს შეადგენს.

დღის ამბები