24 აპრილი 2024,   14:57
ვრცლად
ჩინეთში ათობით ათასი ადამიანი კარანტინში გადაჰყავთ - ქვეყანა 3-11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრას იწყებს

ჩინეთში კვლავ ათობით ათასი ადამიანი გადაჰყავთ კარანტინში. მთავრობა გადაწყვეტილების მიზეზად ინფექციის სწრაფ გავრცელებას ასახელებს.

დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მთავარი მიზანია, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები არ გადაიდოს. ასევე უკვე დამტკიცდა, რომ ქვეყანაში 3-11 წლამდე ასაკის ბავშვებს აცრიან. ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 76% სრულადაა ვაქცინირებული.

დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის პერსონალისთვის ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს  . სავალდებულო ვაქცინაცია იგეგმება კაფე-ბარების, სალონებისა და სპორტული დარბაზების თანამშრომლებისთვის ახალ ზელანდიაშიც.

დღის ამბები