25 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
ავარია თელავში მსხვერპლით დასრულდა - 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების ცნობით, სოფელ რუისპირში, სწრაფად მოძრაობის გამო, მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და საპირისპიროდ მოძრავ ავტომანქანას დაეჯახა. შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე კაცი, ორი ადამიანი კი დაშავდა. ისინი თამარაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციიის თანამშრომელია. 

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ჩარევა გახდა საჭირო. 

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები