01 სექტემბერი 2026,   15:43
ვრცლად
"თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჰქონდა საშუალება თავისუფლად გამოეხატა თავისი ნება და მიეღო გადაწყვეტილება" - ლევან ანდრიაშვილი

დიდი სხვაობით გაიმარჯვა "ქართული ოცნების" კანდიდატმა თელავში - საუბარია დაახლოებით 13 პროცენტიან განსხვავებაზე, შესაბამისად თელავის საოლქო კომისიაში საბოლოო შედეგების გამოცხადებისას ცვლილებებს არ ელოდებიან.

თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჰქონდა საშუალება თავისუფლად გამოეხატა თავისი ნება და მიეღო გადაწყვეტილება. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის, რაც იძლევა იმის საშუალებას და წინაპირობას, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ და ერთად დავგეგმავთ და განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც სჭირდება თელავის მუნიციპალიტეტს, ჩვენ ყველას ერთად და მოსახლეობას," - აცხადებს ლევან ანდრიაშვილი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპონენტების მიერ იყო მცდელობა დისკრედიტაციითა და პროვოკაციით  საარჩევნო პროცესის დაზიანება მოეხდინათ, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და არჩევნები თელავში მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა.

"ეს გზა, რა თქმა უნდა ბრძოლით გავიარეთ, მაგრამ თავდაჯერებულები ვიყავით, იმიტომ, რომ ჩვენ გვჯეროდა იმ გაკეთებული საქმეების, რაც თელავში გაკეთდა; იმ გეგმების, რაც კონკრეტულად აქვს თელავს და იმ დამოკიდებულების, რასაც ჩვენი კანდიდატი ამჟღავნებდა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები