25 აპრილი 2024,   20:01
ვრცლად
დაჭრა ბათუმში - მამაკაცს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ბათუმში შუახნის მამაკაცი დაჭრეს - შემთხვევა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას რამდენიმე ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს.

დაჭრილი მამაკაცი ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. უცნობია თავდასხმის მიზეზი. ჩვენი ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.

დღის ამბები