ოზურგეთის N60 საოლქო-საარჩევნო კომისიაში ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილი კიდევ ორი საარჩევნო უბანი გადაითვალა. პროცედურის რეკომენდაცია ცესკოს თავმჯდომარემ მას შემდეგ გასცა, რაც გაირკვა, რომ ოზურგეთში რვა უბანზე ვიდეოკამერებს ხარვეზი ჰქონდა ან მისი ჩართვა ვერ მოახერხეს.
წილისყრის შედეგად გამოვლინდა 9-ე და 58-ე უბნები, რომელთა გადათვლა დღეს განხორციელდა. გადათვლის შედეგად საუბნო ოქმებთან ცდომილება არ გამოვლენილა. პროცესს აკვირდებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებიც.