05 სექტემბერი 2026,   09:15
ვრცლად
"მდგომარეობა ქვეყანაში შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფულად გაუარესებულია" - მედიკოსები მკაცრი ზომების აუცილებლობაზე საუბრობენ

ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ საგანგაშოდ მზარდია. მკვეთრად მატულობს ლეტალობის მაჩვენებელიც. მედიკოსები მკაცრი ზომების აუცილებლობაზე საუბრობენ. იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულთა სტატისტიკამ არსებული ტემპით ზრდა განაგრძო, ექიმები ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს არ გამორიცხავენ.

ამ დროისთვის კი, მთავარ მოწოდებად ისევ რჩება COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება და არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა.

"მდგომარეობა, რაც ამ ეტაპზე ქვეყანაში გვაქვს, შეიძლება ითქვას კატასტროფულად გაუარესებულია. არ ხდება რეგულაციების დაცვა არც მოსახლეობის მხრიდან და არ ხდება რეგულაციებზე კონტროლი შესაბამისი ორგანოების მიერ. თუ არ მოხდება ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და რეგულაციების დაცვა, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ საკმაოდ ცუდი პროგნოზები შეგვიძლია ვივარაუდოთ.

თუ ჩვენ ვერ შევძლებთ და ამ ეპიდმდგომარეობას შეძლებისდაგვარად ვერ ვმართავთ ზამთრის სეზონისთვის, რა თქმა უნდა ის თავის მხრივ გამოიწვევს ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვას, საწოლფონდის შევსებას, რადგან აბსოლუტურად ყველა ორგანოს, რა თქმა უნდა გააჩნია თავისი ზღვარი," - აცხადებს "ჯოენის" სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია კაშია.

დღის ამბები