სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დღეს რუსთავის მე-12 პენტინეტციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვითარების ესკალაციისა და პროვოკაციის მიზნით, იგეგმება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია, სახელმწიფო შენობების ბლოკირება და გზების გადაკეტვა.
"მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვთ პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდანაც ჩაყვანა. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია თბილისშიც.
ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვას. ამ დაწესებულებების ყოველდღიური საქმიანობის ხელშეშლის მიზნით.
სიტუაციის მაქსიმალური ესკალეციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიცური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც მასთან შესულ პირებს დირექტივებს აძლევს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონის საფუძველზე, მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის,"- აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამნსახურში.