31 აგვისტო 2026,   11:09
ვრცლად
67 გარდაცვლილი და 4104 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4627 პირი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 3453 აცრა.  სულ აცრილია 2 003 963 ადამიანი. 

გუშინ საქართველოში 37 115 ტესტი ჩატარდა. კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა უკვე 53 613 აღწევს.

დღის ამბები