20 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
სამარშრუტო ხაზის მძღოლი მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა

თბილისი-დედოფლისწყაროს მიმართულების სამარშრუტო ხაზის მძღოლი, მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. 

სამარშრუტო მიკროავტობუსის შეჩერება ერთ-ერთმა მგზავრმა მოახერხა. ტრანსპორტში ათამდე მგზავრი იმყოფებოდა და მათგან არცერთი არ დაშავებულა.

გარდაცვლილი სოფელ არბოშიკის მკვიდრია. შემთხვევა 7 ნოემბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. 

დღის ამბები