გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის, მალხაზ ურთქმელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკის ტერიტორიაზე ვერტმფრენი არ დამჯდარა და დაწესებულებაში არც მიხეილ სააკაშვილი მოუთავსებიათ.
როგორც ექიმი აცხადებს, მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, უნდა მიიყვანონ თუ არა გორის ჰოსპიტალში სააკაშვილი, თუმცა აცხადებს, რომ კლინიკა ნებისმიერი პაციენტის მისაღებად მზად არის.
"იქნება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ ვერტმფრენი უნდა დაჯდეს, არ მიგვიღია. შესაძლებელია, დაჯდეს. ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სიტუაციისთვის, კლინიკა არის მრავალპროფილური და აქ შეგვიძლია ნებისმიერი პაციენტის მიღება“, – განაცხადა ურთქმელიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, დედის გიული ალასანიას განცხადებით, როგორც ჩანს, სააკაშვილი ციხიდან გაიყვანეს, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, სად წაიყვანეს ის. გიული ალასანიას ვარაუდით, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებენ სწორედ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში აღარ იმყოფება.