04 მაისი 2024,   14:45
ვრცლად
"ვაიმეე, ვაიმეე" - შვედეთის ელჩი საქართველოში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.

"ვაიმე, ვაიმეეე გილოცავთ გამარჯვებას!

ვულოცავ საქართველოს ბათუმში დღევანდელ გამარჯვებას! ალბათ მიხვდებოდით, ვის ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ვაფასებ კარგ თამაშს," -წერს ულრიკ ტიდესტრომი "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა და შვედეთის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 

დღის ამბები