05 დეკემბერი 2024,   08:19
ვრცლად
"სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და ეს გადადის უკვე საათობრივ რეჟიმზე" - ბექა ბასილაია

ერთი დღე რჩება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესამდე. სხდომა საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმეზე გაიმართება. ჯერჯერობით, უცნობია, მისცემენ თუ არა შესაძლებლობას პატიმარ სააკაშვილს, დაესწროს სასამართლო სხდომას. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის უფლებადამცველების თქმით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადვოკატები ექიმთა ალტერნატიული კონსილიუმის შეკრებას ითხოვენ, რომელშიც სახალხო დამცველიც იქნება ჩართული 

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და ეს გადადის უკვე საათობრივ რეჟიმზე. ძალიან მძიმე სურათია, ამიტომ ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, გავაკეთო რაიმე პროგნოზი, აქ მნიშვნელოვანია, რომ ალტერნატიული კონსილიუმი ჩაერთოს პროცესში , სახალხო დამცველის ქოლგის ქვეშ, ამაზე ხელისუფლებამ უარი არ უნდა თქვას, ისევე, როგორც ხელისუფლება უნდა შეეშვას ამ არაადამიანურ გაჯიუტებას და მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ, წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას აქვს ადგილი,"-განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

დღის ამბები