ხელების დაბუჟება, ხშირ შემთხვევაში, საშიში არ არის, თუმცა, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, რადგან შესაძლოა, ეს ინსულტის ნიშანიც იყოს. ასეთ შემთხვევაში, ხელების დაბუჟება, შესაძლოა, იყოს ერთადერთი სიმპტომი, ან გამოვლინდეს სხვა ნიშნებთან ერთად. სწორმა და დროულმა მკურნალობამ კი პაციენტი, შესაძლოა, ტვინის ხანგრძლივი დროით დაზიანებისგან დაიცვას, ამიტომ ყურადღება მნიშვნელოვანია.
სპეციალისტები გვირჩევენ, სასწრაფო დახმარებას მივმართოთ შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:
კიდურების უეცარი სისუსტე, ან დაბუჟება - განსაკუთრებით სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს;
მეტყველების გართულება, ან სხვისი ლაპარაკის აღქმის გართულება;
დაბნეულობა;
ცალი თვალით, ან ორივეთი მხედველობის უეცარი დაქვეითება;
უეცარი თავბრუსხვევა, ან ბალანსის დაკარგვა;
უეცრად დაწყებული თავის ტკივილი.