20 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
როგორც ჩანს რატი ბრეგაძემ უკრაინის ომბუდსმენის დასჯა გადაწყვიტა, ეს ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება - სააკაშვილის ადვოკატი

უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ოფიციალური პასუხი მიიღო. ლუდმილა დენისოვამ რატი ბრეგაძის უწყებისგან ოფიციალური წერილი, სადაც უარი ეთქვა პატიმარ ექსპრეზიდენტთან შეხვედრაზე, მედიას გლდანის ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან გააცნო.

მიხეილ სააკაშვილს 2 საათის განმავლობაში მისი ადვოკატი ხვდებოდა, რომელმაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და კონსილიუმის შესვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ადვოკატის განმარტებით, უკრაინის ომბუდსმენის მიხეილ სააკაშვილთან არ შეშვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაც ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება.

"უკრაინის ომბუდსმენს დღეს რატი ბრეგაძემ უარი უთხრა უკრაინის მოქალაქის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულებაზე და თან, "ქართული ოცნების" ამ მართლა ხელის ბიჭმა დაადანაშაულა ეს უმაღლესი აკრედიტაციისა და კომპეტენციის მქონე ადამიანი იმაში, რომ იგი თურმე აკეთებს ცალმხრივ განცხადებას და როგორც ჩანს რატი ბრეგაძემ ამის გამო გადაწყვიტა უკრაინის ომბუდსმენის დასჯა. ეს ნაბიჯი არის უაღრესად სამარცხვინო ნაბიჯი, რაც აისახება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე," - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

დღის ამბები